კონკრეტულად ეკონომიკურ საკითხებზე იქნება ორიენტირებული ხვალინდელი ვიზიტი და სხვადასხვა საკითხს შევეხებით, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ თანამშრომლობას საქართველოსა და სომხეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live”-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას აქაც მუდმივი ზრდა აქვს, როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე მრავალი სხვა მიმართულებით.
„ჩვენთვის მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთთან და ბუნებრივია, ხვალინდელი ვიზიტი, რომელიც შედგება ერევანში, ემსახურება სწორედ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.
კონკრეტულად ეკონომიკურ საკითხებზე იქნება ორიენტირებული ხვალინდელი ვიზიტი და სხვადასხვა საკითხს შევეხებით, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ თანამშრომლობას საქართველოსა და სომხეთს შორის. აქაც მუდმივი ზრდა გვაქვს, როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე მრავალი სხვა მიმართულებით. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს რესურსი, რაც დამატებით არსებობს ურთიერთობებში, მაქსიმალურად ავითვისოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
საფუძვლიანი განხილვა შედგა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ისევე როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ და...