Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია

მარშალ პრესი 29/01/2025
tea tsulukiani

მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი:

ა. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება; და ბ. ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მართალია, საბოლოოდ მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, მაინც პრობლემატურია.

წულუკიანმა ამ მხრივ გამოყო მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ დათქმა. მან მოუწოდა კოლეგებს, მხარი არ დაუჭირონ წარდგენილ რეზოლუციის პროექტებს და დათქმებს.

“საბოლოოდ, მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, რისთვისაც, მსურს, მადლობა ვუთხრა მას. თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია, განსაკუთრებით კი – დათქმა, რომელიც „მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების გამოცხადებას“ ითვალისწინებს. ამ დღეების განმავლობაში, მე და ჩემი დელეგაციის წევრები არაერთ თქვენგანს შეგხვდით და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თუ რატომ ვთვლით ასე.

შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა და უკვე არსებული კარგი თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, საქართველოში მისი უახლესი ვიზიტის შესაბამისად.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში, რომელიც დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დესტაბილიზაცია მოხდეს
Next: დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში – თეა წულუკიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.