ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე ოზურგეთის სასამართლო დღეს იმსჯელებს

235
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე ოზურგეთის სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 10:00 საათზე დაიწყება.

პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც შვიდიდან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც საქმეზე სამი ბრალდებულის ადვოკატმა, მამუკა ზოიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

„სამი ბრალდებულის ინტერესებს წარმოვადგენ. მათ ბრალი წარედგინათ 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელისთვის ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს. ჩვენ არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალდებას. გამოგვეცა ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც არც ერთ პოლიციელს დაზიანების კვალი არ აქვს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას – ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას. ჩვენ გვექნება ალტერნატიული შუამდგომლობა“, – განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება