Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის და მომავალშიც გაგრძელდება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევით

მარშალ პრესი 29/01/2025
malxaz urtqmelidze

ბრალდებულის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა მიმდინარეობს პენიტენციურ სისტემაში დამტკიცებული მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რაც გულისხმობს, სასიცოცხლო მაჩვენებლების ყოველდღიურ მონიტორინგს, დინამიკაში ლაბორატორიულ კვლევებს და საჭირო სპეციალისტების კონსულტაციებს.

28 იანვარს ჩაუტარდა გაფართოებული ლაბორატორიული კვლევა. ამ ეტაპზე, მიღებული ნაწილი კვლევების მონაცემები – ნორმის ფარგლებშია, ხვალ ჩატარდება კიდევ სხვა კვლევები, დაგეგმილია ინსტრუმენტული კვლევებიც. ამჟამად, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.

დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ბრალდებული მრავალჯერ მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენლემა და მისმა ადვოკატმა. შემდგომშიც მათ შეუზღუდავად შეუძლიათ განახორციელონ შეხვედრები და ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში გაეცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ბრალდებულ მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის და მომავალშიც გაგრძელდება მის სოცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევით.
ჩვენთვის თითოეული პატიმრის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა
Next: ასეთი კომპანიის შემოსვლას მოჰყვება სხვა ინვესტიციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები გენდობიან, ქვეყანაში არეულობის არ ეშინიათ და იციან, რომ ყველაფერი სტაბილურად იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.