Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთ ქვეყანას თუ დაასახელებთ, სადაც შეიძლება პოლიციელს სილა გააწნა და დარჩეს დაუსჯელად, ეს იქნება იმის საფუძველი, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, მაგრამ არ არსებობს ასეთი ქვეყანა, რადგანაც პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

მარშალ პრესი 29/01/2025
david matikashvili

ერთ ქვეყანას თუ კი დაასახელებთ მსოფლიოში, სადაც შეიძლება პოლიციელს ხელი დაარტყა, სილა გააწნა და ეს ყველაფერი დარჩეს დაუსჯელად ეს იქნება რა თქმა უნდა, იმის საფუძველი, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, მაგრამ არ არსებობს ასეთი ქვეყანა, რადგანაც პოლიციელზე თავდასხმა ეს არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს თავდასხმა ბუნებრივია დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, დავით მათიკაშვილმა „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის ხელის გარტყმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ვერ იქნება გამოყენებული ვერანაირი საშუალება საქართველოზე პედალირებისთვის და შანტაჟისთვის იმ კუთხით, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელობა გახდეს საზოგადო და ჩაითვალოს ჩვეულებრივ მოვლენად, აღნიშნულის მოთხოვნა პირდაპირ შეურაცხყოფს საქართველოს კონსტიტუციას.

„ვერ იქნება გამოყენებული ვერანაირი საშუალება საქართველოზე პედალირებისთვის და შანტაჟისთვის იმ კუთხით, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელობა გახდეს საზოგადო, ეს ჩაითვალოს ჩვეულებრივ მოვლენად, ასეთი რამ ვერ მოხდება ამიტომ, ბუნებრივია, რომ ყველა ვინც, მსგავს რამეს ითხოვს იქნება ეს დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ უცხო ქვეყნის კონკრეტული ჩინოვნიკები ამით პირდაპირ შეურაცხყოფენ ისინი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, სისხლის სამართლის კოდექსს და იმ საზოგადოებას, რომელიც სამართლიანობას და კანონის უზენაესობას აღიარებს, ამიტომ ყველა კარგად დაფიქრდეს მსგავსი განცხადებებისთვის, რადგანაც ბუნებრივია ასეთ განცხადებებს შესაბამისი პასუხიც უნდა მოჰყვეს და ამ პასუხს აუცილებლად საზოგადოება მათ მოსთხოვთ,“- განაცხადა მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების” მიწვევით ეკა სეფაშვილმა სიტყვით მიმართა საერთაშორისო კონფერენციის “Make Europe Great Again “ (MEGA) მონაწილეებს
Next: იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.