Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საჭიროა 2008 წლის მოვლენების გამოძიება და ჭეშმარიტების დადგენა – ვინ მოითბო ხელი საქართველოს ოკუპაციით და როგორ გაიყიდა ქვეყნის ეროვნული ინტერესები

მარშალ პრესი 29/01/2025
zurab kadagidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ს ვიცე- პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ვენსი უკრაინაში მიმდინარე ომსა და ომის დროს გამდიდრებულ მაღალჩინოსნებზე საუბრობს.

ექსპერტის თქმით, ჯეი დი ვენსის მიერ დასახელებული სქემით გამდიდრდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვაც და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალური გამოძიება.

„ანალოგიური სქემით გამდიდრდა სააკაშვილი და მისი გარემოცვა, განსაკუთრებით კეზერაშვილი.

ამიტომაცაა საჭირო 2008 წლის მოვლენების გამოძიება და ჭეშმარიტების დადგენა – ვინ მოითბო ხელი საქართველოს ოკუპაციით და როგორ გაიყიდა ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

საზოგადოებისთვის ცნობილი საერთაშორისო რეზოლუციები და დასკვნები, სადაც დეკლარირებულია სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულები ზღვაში წვეთია იმ ბუნდოვანებით მოცულ გარიგებებსა და კოლაბორაციებში, სადაც იარაღით ვაჭრობიდან დაწყებული, გაგრძელებული სახელმწიფო ბიუჯეტის, ქართული ჯარის ხარჯების გამოყენებით და ჰუმანიტარული დახმარებების მიზნობრიობით დამთავრებული – გამოსაძიებელია!

ამიტომ არის აუცილებელი ქართული ნიურნბერგის პროცესი, სადაც სამაგალითოდ გასამართლდება ყველა სახელმწიფო დამნაშავე!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: „ნაცმოძრაობას“ და ენჯეოებს კი არ ჩააქვთ საზღვარგარეთ რაიმე ამბავი, არამედ, პირიქით, იქიდან იღებენ დავალებებს და იმას ასრულებენ
Next: ამაღლობელის საქმე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვების ამბები ერთად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.