Skip to content
10/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მისასალმებელია იმ ადამიანების გაშვება, ვინც, როგორც ჩანს, აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას Deep State-ის დავალებით

მარშალ პრესი 28/01/2025
lado bojadze

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შეჩერდეს ნებისმიერი დაფინანსება, ვიდრე კონკრეტულ ქვეყნებში შესაბამისი პროექტები არ იქნება შესწავლილი მისასალმებელია, ასევე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გაშვება, ვინც, როგორც ჩანს, აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას Deep State-ის დავალებით, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„90-დღიანი გადაწყვეტილება, რომ გაჩერებულიყო ნებისმიერი დაფინანსება, ვიდრე კონკრეტულ ქვეყნებში კონკრეტული პროექტები არ იქნებოდა შესწავლილი, არის მისასალმებელი და მნიშვნელოვანი ისევე, როგორც მისასალმებელია იმ ადამიანების გაშვება, ვინც, როგორც ჩანს, Deep State-ის დავალებით კვლავ აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას“, – განაცხადა ბოჟაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 60-მდე მაღალი თანამდებობის პირი შვებულებაში გაუშვა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დახმარების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამერიკული მედია ამ საკითხთან დაკავშირებით სავარაუდო ეჭვების შესახებ წერს, რაც ტრამპის განკარგულებისთვის გვერდის ავლას ეხება. ამასობაში, „ქრონიკამ“ გაარკვია, რომ ორგანიზაციამ საქართველოში არსებული პროექტები გააჩერა.

Continue Reading

Previous: რაც შეეხება მეორე წითელ ხაზს, რომ არავითარი სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებული არ იქნება, გუშინ დღის მეორე ნახევრიდან და არც დღეს ეს თემა არავის უხსენებია
Next: ისინი ერთმანეთს არ ენდობიან – ლევან მაჭავარიანი „მთავარ არხზე“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025