Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

მარშალ პრესი 10/06/2022
2303

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და საპატიო პრეზიდენტს, თურქეთის ბირჟებისა და სავაჭრო პალატების კავშირის ენერგეტიკული მიმართულების ხელმძღვანელს ზექი ქონუქოღლუს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა „სანკო ჰოლდინგის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესთან ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობისა და არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად აქცევს. აღინიშნა, რომ მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ საქართველო გადაიქცეს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად და სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს და საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს გაფორმებული როგორც ევროკავშირთან და ჩინეთთან, ისე რეგიონის ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.

„სანკო ჰოლდინგი” უმსხვილესი თურქული კომპანიაა, რომელიც 11 სხვადასხვა სექტორის მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, კომპანია აწარმოებს ტექსტილს, სამშენებლო მასალებსა და განახლებად ენერგიას. „სანკო ჰოლდინგის” კომპანიები ექსპორტს 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებენ და ფილიალები აქვთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი და „სანკო ჰოლდინგის” მრჩეველი ჯემალ არიქი ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ნაც.მოძრაობას დაქვემდებარებულმა “ენჯეომ” დიმიტრი ხუნდაძის ბულინგის მიზნით მისი პირადი ნომერი გაასაჯაროვა
Next: ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა, სხვაგვარ ახსნა მე ვერ ვუძებნი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.