საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემისთვის დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

233
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემისთვის დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების შუამდგომლობა სრულად გაიზიარა დაცვის მხარემაც.

ადვოკატის აზრით, ეს ოპტიმალური გამოსავალია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც თავად ბრალდებულისთვის, ისე გარშემომყოფთათვის.

დაცვის მხარე ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩანიშვნასაც მოითხოვს.

ადვოკატ თამარ თედლიაშვილი მიიჩნევს, რომ მკურნალობა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აუცილებელია. 21-წლამდე ახალგაზრდას პროკურატურა სსკ 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ედავება, რაც 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. მან გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. მისი გამოკითხვა გარკვეული პერიოდი ვერ ხერხდებოდა, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო. წინასასამართლო პროცესი 20აგვისტოს ჩაინიშნა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება