Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა

მარშალ პრესი 27/01/2025
un

საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულება ხაზს უსვამს საერთო ევროპული ღირებულებების საფუძველზე, საქართველოსა და უნგრეთს შორის ისტორიულ მეგობრობას და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო გაცვლების ხელშეწყობას.

ხელშეკრულების თანახმად, უნგრეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს პარლამენტს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ყველა მხრივ დაეხმარება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევაში.

ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის ბუდაპეშტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შალვა პაპუაშვილმა და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერმა.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა
Next: ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე შალვა პაპუაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში – ვიქტორ ორბანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025