Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე

მარშალ პრესი 27/01/2025
irakli kobaxidze

ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, არაბთან გაერთიანებულ საამიროებში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის   შეჩერების ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მე ასე შევაფასებდი, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური  საკითხია ეს ყველაფერი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას არ შეექმნას საფრთხე და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვიღაც ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში, თუ არ მოითხოვს, ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი.

შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ ევროკავშირში და შეგვიძლია გავემგზავროთ უვიზოდაც, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა შევუნარჩუნოთ კვლავაც მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: მათ არავითარი წარმატების შანსი არ აქვთ, საზოგადოებამ იცის მათი წარსული, აწმყო და შესაბამისად, კარგად შეუძლია გაიაზროს, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპოზიციის თუნდაც რაიმე უმნიშვნელო წარმატება
Next: სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შესახებ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025