Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არსებობს ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს, რათა ევროსაბჭოს ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული

მარშალ პრესი 27/01/2025
tea tsulukiani

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საზოგადოებას ვუთხრათ და ვაცნობოთ, თუ რა ხდება ადგილზე. დღეს 27 იანვარია და ჩვენ გვაქვს ასეთი სასტარტო პოზიცია: არსებობს ჩვენი ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ აქ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს იმისთვის, რომ აქაური ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არსებობს ასევე ორი სხვადასხვა შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადოს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტად არა მიხეილ ყაველაშვილი, არამედ, სალომე ზურაბიშვილი აღიარონ. ასევე, მისი ინფორმაციით, კულუარებში ისმის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოთხოვნაც.

„არსებობს ასევე ორი სხვადასხვა შუამდგომლობა, რომელიც ელექტრონულად ტრიალებს რამდენიმე დღეა, ერთს აქვს 24 დეპუტატის მხარდაჭერა, მეორეს, თუ არ ვცდები – 28. ორივე შუამდგომლობა მიზნად ისახავს იმას, რომ საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში, თქვას, რომ საქართველომ არ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები. ეს შუამდგომლობები ითხოვენ, რომ საპარლამენტო ასამბლეამ სალომე ზურაბიშვილი აღიაროს საქართველოს პრეზიდენტად და არა მიხეილ ყაველაშვილი, ეს შუამდგომლობები ითხოვენ, რომ საქართველოს დაევალოს ახალი არჩევნების ჩატარება. ჩვენ აქ ვართ გუშინდლიდან და ეს ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კულუარებში ასევე ისმის ის მოთხოვნაც, რომ შეიძლება იყოს გაჟღერებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ეს არის საჯარო, გაცხადებული და გაუცხადებელი მოთხოვნები. რასაკვირველია, ისმის გარკვეული სურვილები, რომ სხვადასხვა კანონი შეიცვალოს, თუმცა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც თქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებას გარკვეული მზაობა აქვს მხოლოდ ამ მიმართულებით თანამშრომლობის.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

Continue Reading

Previous: რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავს, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის, სწორედ ამიტომ სტრასბურგში დღეს არის მათი უპრეცედენტო მობილიზაცია
Next: შუამდგომლობებს, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგაა აღძრული, ძირითადად უკრაინელი, ბალტიისპირელი და რამდენიმე სხვადასხვა ეროვნების დეპუტატი აწერს ხელს – ოთხშაბათს გადაწყდება ჩვენს დელეგაციას არ დაუშვებენ PACE-ზე, ისე როგორც ეს გაუხარდება ჩვენი ქვეყნის მტერ ქართულ ოპოზიციას, თუ – პირიქით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025