Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბიშვილი აშშ-ს სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს – გამოცემა The Hill

მარშალ პრესი 27/01/2025
salome zurabishvili

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ზურაბიშვილი გასული წლის დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წყალობით რესტავრირებული პარიზის წმინდა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნით ღონისძიებაზე დონალდ ტრამპს შეხვდა და საქართველოზე ესაუბრა.

„მისი [ზურაბიშვილის] გზავნილი არის ის, რომ აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს“, – წერს The Hill-ი.

გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და ქვეყნის 20% ოკუპაციას დღემდე ახდენს. გარდა ამისა, მოსკოვს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის წახალისებაში სდებენ ბრალს.

„მქონდა შესაძლებლობა მეთქვა მისთვის [ტრამპისთვის], რომ ეს არის სტრატეგიული რეგიონი, რომელიც არ შეიძლება დაივიწყოს შეერთებულმა შტატებმა“, – ციტირებს გამოცემა ზურაბიშვილს.

როგორც The Hill-ი იუწყება, გასულ კვირას ზურაბიშვილი აშშ-ში ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სადაც მარკო რუბიოს და პიტ ჰეგსეტს შეხვდა. „მათ არ უნდა დაუშვან რუსეთის ლიდერობა რეგიონში. ეს უნდა გვესმოდეს“, – თქვა ზურაბიშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ თუ ამერიკა რეგიონში მიმდინარე პროცესებში არ ჩაერთვება, ის რუსეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.

Continue Reading

Previous: ,, თქვენ იბრძვით არა ევრო-ინტეგრაციისთვის, არამედ “ქართული ოცნების” ადგილზე ნაცების უმრავლესობით მოსვლისთვის.” – სვიმონ ჯანგულაშვილი
Next: რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავს, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის, სწორედ ამიტომ სტრასბურგში დღეს არის მათი უპრეცედენტო მობილიზაცია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025