Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

მარშალ პრესი 26/01/2025
shalva papuashvili

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შალვა პაპუაშვილი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს, პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს და პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა და საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი არიან.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო
Next: მადლობა ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.