Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

Madrid Fusión 2025-ზე საქართველოს გასტრონომიულ პოტენციალს გაეცნობიან

მარშალ პრესი 26/01/2025
madrid fusion

ესპანეთში, მადრიდში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი Madrid Fusión 2025 იწყება. საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიიღებს მონაწილეობს. ღონისძიებას დაესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

გასტრო კონგრესზე საქართველოს 4 შეფ-მზარეული: გურამ ბაღდოშვილი, დავით ნარიმანიშვილი, დადუნა ღლონტი და ირაკლი თოდაძე წარადგნენ.

საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული Show Kitchen მოეწყობა.

3 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე ქართული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

 

გასტრო კონგრესი Madrid Fusión 22 წელია იმართება, კონგრესს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 25 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. საერთაშორისო კულინარიულ ღონისძიებაში 1800-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობს, სპიკერების რაოდენობა კი 180-ს აჭარბებს.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
Next: მერე მეორე წერილიც დავწერეთ, უბრალოდ არ ვიცით – ვის გადავუგზავნოთ ეს წერილი და ვის მივმართოთ. არაა გამორიცხული, რომ „ჩაკრულოსთან” ერთად ორბიტაზე გავუშვათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.