Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რესტორნების ქსელი “წისქვილი ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 26/01/2025
wiskvili

რესტორნების ქსელ “წისქვილი ჯგუფის” ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება ჯგუფ “დაიტოვე”-ში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც პოსტის ავტორი მოუწოდებს ობიექტის თანამშრომლებს, რომ იქ მყოფ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს საჭმელში ჩაუფურთხონ.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომელიც კომენტარის ავტორმა პოსტზე გაავრცელა და შემდგომ წაშალა.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ რესტორნების ქსელი „წისქვილი“ უკვე 22 წელზე მეტია წარმატებით ემსახურება სტუმრებს და ხალხის ნდობითა და სიყვარულით სარგებლობს. ეს დრო არაერთი სირთულის გადალახვითა და დაუღალავი შრომით გავიარეთ, რის გამოც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩვენი რეპუტაცია.

გვინდა დავაზუსტოთ, რომ მსგავსი შემთხვევა ჩვენს რესტორანში არ მომხდარა და არც არასდროს მოხდება.

გვწყინს, რომ მსგავსი მცდარი და ცილისმწამებლური განცხადებები, რომლებიც სიძულვილის ენას შეიცავს, აზიანებს ჩვენი ბიზნესის რეპუტაციას, რომელიც ისედაც მგრძნობიარეა უსამართლო კრიტიკის მიმართ. ჩვენ ვრჩებით ერთგულები ჩვენი პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ და ყოველთვის ვცდილობთ, უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება ჩვენი სტუმრებისთვის.

გთხოვთ, ნუ ენდობით დაუდასტურებელ ინფორმაციას და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად ვართ, თქვენთან უშუალო კომუნიკაციაში ვიყოთ.
მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერს!”- ნათქვამია “წისქვილი ჯგუფის” განცხდებაში.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს
Next: ამერიკული ინტერესები მეტწილად თანხვედრაშია საქართველოს დეკლარირებულ მზადყოფნასა და მოლოდინზე – სტრატეგიულ პარტნიორთან ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დახარვეზებული ურთიერთობების „გადატვირთვის“ თვალსაზრისით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.