Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება

მარშალ პრესი 25/01/2025
tea

ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ახალ პრეზიდენტს აქვს მწვავე აღქმა იმისა, რომ ომი ცუდია, როდესაც ის არაფერს ემსახურება.

„ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ში ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ ჩვენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, რის შესახებ მზაობა მაღალ დონეზე, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არა ერთხელ გაცხადდა. ეს იმედი ეფუძნება იმას, რომ ახალ პრეზიდენტს აქვს მწვავე აღქმა იმისა, რომ ომი ცუდია, როდესაც ის არაფერს ემსახურება, რომ ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და ამდენი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, აუცილებლად უნდა დასრულდეს და რომ არ შეიძლება ახალი საომარი კერები იხსნებოდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ეს ასე სურს.

რა თქმა უნდა, ეს ემთხვევა ჩვენს მშვიდობის ხედვას და იმ ანტიმილიტარისტულ საქმიანობას, რასაც „ქართული ოცნება“ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ეწევა“, – განაცხადა წულუკიანმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: “ევროსაბჭო” არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ, ჩვენი უსამშობლოები
Next: გაეროს გენერალური მდივნის მილოცვა ხელისუფლებისადმი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და არა მანამდე, გასაგები მესიჯია ყველასთვის. ოპოზიციის ბოლო ნავსაყუდელი ევროპაა, თუმცა, ისიც დროებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.