Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას

მარშალ პრესი 25/01/2025
antonio gutiershi

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში.

„მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა.გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში.

რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით გაეროს მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის“, – ნათქვამია წერილში.

ანტონიო გუტიერეში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

„ვემხრობი ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, სამართლის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მოგიწოდებთ კვლავ გააგრძელოთ გენდერული თანასწორობის პრიორიტეტად მიჩნევა თქვენს მთავრობაში და ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური“, – აღნიშნულია წერილში.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: დროა „რუსული“ კანონების და მათი ამოქმედების წინააღმდეგ ხელოვნური აგრესიის “ტალღამ” რუსთაველიდან – აშშ-ს საელჩოსთან გადაინაცვლოს…
Next: გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.