Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ასეთი სახალხო დამცველი გამოვდექი, რომელიც არავის მხარეს არ არის, არც ოპოზიციის, არც მმართველი პარტიის, არც არასამთავრობო ორგანიზაციების

მარშალ პრესი 25/01/2025
levan-ioseliani

მე ასეთი სახალხო დამცველი გამოვდექი, რომელიც არავის მხარეს არ არის, არც ოპოზიციის, არც მმართველი პარტიის, არც არასამთავრობო ორგანიზაციების, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ლევან იოსელიანს კითხვა დაუსვა, თუ რა არის ოპოზიციის მხრიდან მისი მისამართით აქტიური კრიტიკის საფუძველი. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, „ოპოზიცია თუ დახვდება პარლამენტში, ჰკითხავს ამის შესახებ“.

მისივე თქმით, ოპოზიციას ურჩევს, რომ როდესაც აკრიტიკებენ, მტკიცებულებებიც მოაყოლონ.

„ოპოზიცია თუ დამხვდება პარლამენტში, ვკითხავ ამის შესახებ. მე ერთ რამეს ვურჩევდი, რომ როდესაც რაღაცას ამბობენ, მტკიცებულება მოაყოლონ ამის. რაზედაც მაკრიტიკებენ, უნდა თქვან, რა დგას ამის უკან კონკრეტულად. გარდა იმისა, რომ სამსიტყვიანი მანტრა აქვთ, რომ სახალხო დამცველი არის „რუსი“, „ქოცი“, „მონა“, ამის იქით რა არის კონკრეტული პრეტენზია ჩემ მიმართ, ეს უნდა თქვან. ასეთ საგნობრივ დიალოგში თუ შემოვლენ ჩემთან (რაც ძალიან გაუჭირდებათ, ჩემი აზრით), მაშინ, ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს. რაიმე კითხვა თუ აქვთ, მოვიდნენ და ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს. საგნობრივი კითხვა ჯერ არ დაუსვამთ, შეურაცხყოფა მარტივია.

მე ასეთი სახალხო დამცველი გამოვდექი, რომელიც არავის მხარეს არ არის, არც ოპოზიციის, არც მმართველი პარტიის, არც არასამთავრობო ორგანიზაციების, არავის. მე მაქვს ჩემი კონკრეტული ხედვა ყველაფერზე, რომელიც დაფუძნებულია სიმართლესა და მტკიცებულებებზე. ვინმეს თუ აქვს კითხვა, მზად ვარ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად ყოველთვის. არ არსებობს საკითხი, რომელზეც ჩემგან პასუხს არ მიიღებენ. მთავარია, ეს კითხვები დამისვან და ბილწსიტყვაობის ეტაპიდან გადავიდნენ კითხვების დასმის ეტაპზე“, – განაცხადა იოსელიანმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ზელენსკის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა ომის დასაწყებად – არესტოვიჩი
Next: მივემგზავრებით სტრასბურგში, გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე. ვფიქრობ, იქნება განხილული ის წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით სტრასბურგში გაგზავნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.