Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოზარ სუბარმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 24/01/2025
474054489_9174798162565726_3400035837616777598_n

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის რამდენიმე ათეული სტუდენტი მონაწილეობდა, საუბარი ძირითადად გლობალურ პოლიტიკას შეეხო.

სოზარ სუბარი ახალგაზრდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევაზე და გლობალურ პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა.

კერძოდ, დეპუტატმა განიხილა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებები, ასევე, პრეზიდენტად არჩევისთანავე მის მიერ ხელმოწერილი ნორმატიული აქტები, რომელთა თანახმად, ამერიკის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ამერიკაში და გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების ასახვა საქართველოზე, ასევე ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვაზე.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რა დროსაც ახალგაზრდებმა დასვეს კითხვები, მიიღეს პასუხები და საკუთარი მოსაზრებებიც დააფიქსირეს.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ამ იდიოტური განცხადებით, გახარიამ მისდა უნებლიედ, კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა მის პოლიტიკურ კუბოს
Next: ზელენსკის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა ომის დასაწყებად – არესტოვიჩი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.