Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც მათ არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიონ წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ყველაფერს ხედავს

მარშალ პრესი 24/01/2025
irakli kobaxidze

რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციონერობა არის ხოლმე თავშესაფარი საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები.

„ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ, ზოგადად კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული რადიკალური ოპოზიცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ხედავთ, რომ სასამართლოს მიერ აღიარებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია.

სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ერთგვარი ტენდენცია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიოს წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, ურთიერთობები გადაიტვირთება
Next: სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ, ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025