Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო

მარშალ პრესი 24/01/2025
irakli kobaxidze

ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინაში, თუმცა, არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.

პრემიერის თქმით, თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის და ასევე უკრაინის ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო.

„იმაზე, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ცვენ ვსაუბრობთ უკვე ძალიან დიდი ხანია. თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და ამან მოუტანა დამანგრეველი შედეგები ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომის თავიდან აცილება შეიძლება.

შეიძლებოდა თავისუფლად 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ე.წ დიფ სთეითმა, გლობალური ომის პარტიამ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში მომხდარიყო ომი. ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინაში, თუმცა, არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ღიმილისმომგვრელია, როდესაც პრორუსულობის საბაბით რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, ქართულ დელეგაციას შეუჩერონ მანდატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასეთი ინიციატივები აბსოლუტურად ანტიქართულია
Next: ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, ურთიერთობები გადაიტვირთება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025