Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება

მარშალ პრესი 24/01/2025
irakli kobaxidze9

ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე – ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება, საქართველოს მთავრობა კი ყველას ხელს შეუწყობს პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

„საქართველოში, ამ სამი წლის განმავლობაში, ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა, ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, ხან „ენჯეოებით“, ხან ჟურნალისტებით, ანუ სხვადასხვა ჟურნალისტები, პირობითად, რა თქმა უნდა, საუბარია ე.წ. მედიამენეჯერებზე და ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე, ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, თუმცა ყველა საშუალება ჩავარდა.

ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ერთგვარი „კანვასის“ რევოლუციის მცდელობა. იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე.

ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორც ჩავარდა ყველა წინა მცდელობა, ოთხივე მცდელობა. ნებისმიერი ასეთი აქტი არის განწირული სამომავლოდაც. „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება. ყველას მინდა მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას. ეს არის ჩემი რჩევა. ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ყველას დავეხმარებით, ყველას გავუწვდით და შევუწყობთ ხელს, საკუთარი პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა,“- განაცხადა პრემიერმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ჩვენ ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან
Next: არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, მანამდე, ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია, იქაც სცადოს ბედი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.