Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, რაც მისასალმებელია, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება

მარშალ პრესი 23/01/2025
irakli kobakhidze

მე დადებითად შემიძლია გამოვეხმაურო იმას, რომ ამ ეტაპზე, უკვე განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება.

„მთავარია ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. მე დადებითად შემიძლია გამოვეხმაურო იმას, რომ ამ ეტაპზე, უკვე განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი. თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ
Next: როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025