Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს კუდის მოქნევას – გლობალური ომის პარტიის ანუ “დიფ სთეითის” ძალები ბიძინა ივანიშვილს უბლოკავენ Julius Bear-ის შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებას

მარშალ პრესი 23/01/2025
edisher gvenetadze

ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს კუდის მოქნევას, რაც სხვა მზაკვრობებთან ერთად იმითაც გამოიხატა, რომ ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო მედია კონსულტანტს ავადსახსენებელი გლობალური ომის პარტიის ანუ “დიფ სთეითის” ძალები უბლოკავენ Julius Bear-ის შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებას. ზუსტად იგივე ხდება, რაც ხდებოდა ბიძინა ივინიშვილის დავისას Credit Suisse-თან, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რითაც ეხმიანება Julius Baer-ის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში შექმნილ დაბრკოლებებზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

გვენეტაძის განცხადებით, ეს ძალები მარტივად არ წავლენ მსოფლიო პოლიტიკური არენიდან, თუმცა, გაწმენდა-გაჯანსაღების პროცესი უკვე დაწყებულია და ის აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის და მისი მსგავსი პროგრესული ძალების გამარჯვებით დასრულდება.

„ლიბერალური-ფაშიზმი ცდილობს კუდის მოქნევას, რაც სხვა მზაკვრობებთან ერთად იმითაც გამოიხატა, რომ ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო მედია კონსულტანტს ავადსახსენებელი გლობალური ომის პარტიის ანუ “დიფ სთეითის” ძალები უბლოკავენ Julius Bear-ის შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებას. ზუსტად იგივე ხდება, რაც ხდებოდა ბიძინა ივინიშვილის დავისას Credit Suisse-თან.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამჟამად ევროპაში მედიის თავისუფლება ზღაპარია და ის ჯერ-ჯერობით არის სწორედ იმ უბნელესი ძალების ხელში, რომლებიც განასახიერებენ მსოფლიო მასშტაბით ლიბერალ-ფაშიზმს.
ნათელია ისიც, რომ ეს ძალები ადვილად არ წავლენ მსოფლიო-ისტორიულ-პოლიტიკური არენიდან. ამის დასტურია ისიც თუ რა ვაკხანალია და აღებ-მიცემობაა გამეფებული ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში. თუმცა მძლავრი პროცესი გაწმენდა-გაჯანსაღებისა დაწყებულია და ის უეჭველად დამთავრდება სამშობლოზე უსაზღვროდ და უანგაროდ მზრუნველი ბიძინა ივანიშვილის, მისი მსგავსი კაცების ანუ მსოფლიოს პროგრესული ძალების უპირობო გამარჯვებით.“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: წარმავალი “დიფ სთეითი” მაინც ცდილობს, რომ როგორმე შეაფერხოს ბიძინა ივანიშვილი. Julius Baer იქნება თუ აგენტოკრატიის სხვა გოშია ინსტიტუტი, მაინც ვერანაირად გააჩერებენ საქართველოზე მზრუნველ ივანიშვილებს
Next: დასავლეთში სიტყვის თავისუფლება დაბალ ნიშნულზე იმყოფება, ინფორმაციის შეგნებული დაბლოკვა ამსხვრევს დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის წარმოდგენას- აღნიშნული ფაქტი აჩვენებს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.