Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ერთ გავლენიან და პატივსაცემ ადამიანს სჯიან საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარულისა და მასში მშვიდობის შენარჩუნების ურყევი მზაობის გამო

მარშალ პრესი 23/01/2025
davit kartvelishvili

„დიფ სთეითის” ტყვეობაში მყოფი უცხოური მედია ჯერ-ჯერობით უარს ამბობს Julius Baer-ის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. ჩვენ თვალწინ იმსხვრევა მითი ევროპულ დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულობაზე, იმსხვრევა ლეგენდა ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მიმართ პატივისცემასა და უზენაესობაზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის წინაარმდეგ წარმოებული კამპანიის კომენტირებისას.

ქართველიშვილი ვრცელ პოსტში აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის Credit suisse-თან დავების გაშუქებას პირდაპირ უკრძალავდნენ „თავისუფალ” დასავლურ მედიას „გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენლები.

„როდესაც დასავლური დემოკრატიის „ახალ შუქურებში” – მოლდოვასა და უკრაინაში, ყოველწლიურად იკრძალება ოპოზიციური სიტყვისა და აზრის გამოხატვის ძირითადი უფლებები, იკრძალება პარტიები, იხურება ტელევიზიები, მედიაში შეჰყავთ უმკაცრესი ცენზურა, ეს ყველაფერი ჩვენთვის უკვე დიდი ხანია „გასაგებია”. გაუგებარი სხვა რამაა – ამ ყველაფერს „რუსულ” მიდგომას და ქცევის „რუსულ” სტანდარტებს რატომ არქმევენ.

იქნებ დროა ახალი და დამსახურებული სტიგმა შემოვიტანოთ – „შვეიცარიული, ან ზოგადად – ევროპული დემოკრატია”, როდესაც ბიძინა ივანიშვილის Credit suisse-თან დავების გაშუქებას პირდაპირ უკრძალავდნენ „თავისუფალ” დასავლურ მედიას „გლობალური ომის პარტიის” მესვეურები; როდესაც მორიგი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ახალი დავის გაშუქებასთან დაკავშირებით, კვლავ პრობლემები ექმნება ამ „დემოკრატიის” ეტალონად აღიარებული „დამოუკიდებელი” სახელმწიფოს „თავისუფალ” მედიას.

კვლავინდებურად „დიფ სთეითის” ტყვეობაში მყოფი უცხოური მედია ჯერ-ჯერობით უარს ამბობს Julius Baer-ის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. ჩვენ თვალწინ იმსხვრევა მითი ევროპულ დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულობაზე, იმსხვრევა ლეგენდა ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მიმართ პატივისცემასა და უზენაესობაზე. საქართველოს ერთ გავლენიან და პატივსაცემ ადამიანს სჯიან საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარულისა და მასში მშვიდობის შენარჩუნების ურყევი მზაობის გამო. „დიფ სთეითის” მიერ ერთ დიდ მონათმფლობელურ პლანტაციად გადაქცეულ ევროპას კი კვლავ ჩვენი მისწრაფების მთავარ მიზნად აღქმას გვაიძულებენ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით
Next: დროა ევროკავშირმა შეწყვიტოს ზეწოლა და საბოლოოდ პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს – ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.