Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გადაწყვეტილების მიმღები არის პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკელი ხალხი. ცალკეული გამოვლინებები ამა თუ იმ პოლიტიკოსისა, ვფიქრობ, რომ ამას ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ

მარშალ პრესი 23/01/2025
shalva papuashvili

მთავარი საკითხი, რაც საერთო ჯამში, როგორც პოლიტიკის წარმოების ფორმა კრავს ამ ყველა თემას, არის ფარისევლურ პოლიტიკაზე უარის თქმა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ ხედავს ახლა ურთიერთობების განვითარების დინამიკას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„საუბარი პირდაპირ იმ ინტერესზე, რომელიც აქვს აშშ-ს, რომელიც აქვს ამერიკის პრეზიდენტს და გაცნობიერება, რომ სხვა ერებსაც აქვს ეს ინტერესი. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნების ინტერესები, რომ ისინი ამოდიან იქიდან, რომ ქვეყნები, ერები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკებაში ხედავს როგორც ჩანს პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველყოფის წინაპირობას. ეს არის ის, რაც ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ აღარ იქნება ის ფარისევლური პოლიტიკა, რომელიც, სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციის ჰქონდა, რომელიც, თითქოსდა მზრუნველობით, დემოკრატიის ექსპორტით, სინამდვილეში, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას გულისხმობდა. ამას ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მას ასევე უპასუხა კითხვას, „თქვენი მოწინააღმდეგეები არსად გამქრალან, მათ შორის, ვაშინგტონში. გასაგებია, რომ ძალაუფლების ის ბერკეტები აღარ ექნებათ, მაგრამ იქნება თუ არა ეს ხელისშემშლელი“.

„გადაწყვეტილებებს, ვხედავთ, რომ იღებს პრეზიდენტი ტრამპი და ის მხარდაჭერა, რომელიც მას აქვს ამერიკელი ხალხის მხრიდან, არის ის მთავარი ძალა, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. ამიტომ, გადაწყვეტილების მიმღები არის პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკელი ხალხი. ცალკეული გამოვლინებები ამა თუ იმ პოლიტიკოსისა, ვფიქრობ, რომ ამას ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რა არის შინაარსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან რას ნიშნავს რუსეთი
Next: დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.