Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღევანდელი ოპოზიცია სერგო ორჯონიკიძის რეინკარნაციაა – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 23/01/2025
shalva papuashvili

ამას თავისი მიზანი აქვს, რომ ჩამოაყალიბონ ანტაგონიზმი, ზიზღი ხელისუფლების, მათ შორის სახელმწიფოს მიმართ, რომ მივიდეს დაპირისპირებამდე ეს ურთიერთობა და შემდეგ სადღაც გაწყდეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი Live“ ოპოზიციის ქმედებებთან და მიზნებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადიკალების ორგანიზებული ქმედებები იმიტომ არის ანტიეროვნული და არაქართული, რომ მათი ქმედებები არის გარედან მართული.

„გვახსოვს, ქალბატონი ლორა თორნტონის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენლის იმედგაცრუება, რომ სისხლი არ დაიღვარა და გვამი ვერ იხილა საქართველოში. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომებიც იყო. ვხედავდით განვლილ წლებში როგორ ხდებოდა გადამზადება ამა თუ იმ ჯგუფისა, მომზადება სწორედ ექსტრემისტული მეთოდებით სახელმწიფოს თუ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლისა და ვხედავთ მათ შორის გარკვეული ხანია ამის პრაქტიკულ რეალიზებას.

აი, ის მატრაკვეცობა, რაც ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან, აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ერთმანეთს რომ ასწრებდნენ, რაიმენაირად ფეხი შეეყოთ და დასწრებოდნენ ღონისძიებას შორიახლოდან, ესეც ხომ ამის დასტურია, რომ რამდენად აკნინებენ საერთოდ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცია სერგო ორჯონიკიძეს შეადარა და თქვა, რომ დღეს რადიკალების მიზანია შემოუძღვეს სანქციებს საქართველოში.

„მათ სურთ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მიიღებოდეს ქვეყნის გარეთ. პირდაპირ რეინკარნაცია არის დღევანდელი ოპოზიცია სერგო ორჯონიკიძის. ადრე სერგო ორჯონიკიძე შემოუძღვა წითელ არმიას, ჯარს და ისინი დღეს უძღვებიან და უნდათ, რომ შემოუძღვნენ სანქციებს. რაც ადრე იყო იარაღი და ტანკი, დღეს ზოგიერთი ჯგუფისთვის სანქციები იქცა ასეთ იარაღად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: სლოვაკეთის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც აქტიურობდა საქართველოსა და უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს – არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის განადგურებას
Next: აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან რას ნიშნავს რუსეთი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025