Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბაჩიაშვილს ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით გადაწყვიტა დააფინანსოს საქართველოს წინააღმდეგ აქციები

მარშალ პრესი 22/01/2025
mamuka mdinaradze

ჯერ ერთი მან უნდა თქვას, რომელ ორგანიზაციაში რიცხავს თანხას და როგორ აფინანსებს, იმიტომ, რომ აქ უკვე ერთი არალეგიტიმური წყარო გამოჩნდა.

„გამჭვირვალობის კანონს“ რომ ეჭიდავებოდნენ, აგერ უკვე საკუთარი პირით უთქვამს ადამიანს, რომ არალეგალურად აფინანსებს და წყაროც ძალიან საინტერესოა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციებს აფინანსებს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში ედება ბრალი და როგორც ჩანს, ამ ფულით გადაწყვიტა მან ივანიშვილის, მმართველი გუნდისა და საქართველოს წინააღმდეგ აქციები დააფინანსოს.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ბაჩიაშვილი აქციების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია, თუმცა, ის ერთადერთი არ არის, რადგან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის გარედან საპროტესტო აქციებისთვის დიდი რესურსი იხარჯება.

„რამდენადაც ირონიულად არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ამბავი, მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს წინააღმდეგ დააფინანსოს აქციები. როგორც ჩანს, ის აქციების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია, თუმცა, იმის ილუზიაც არ გვაქვს, რომ ის ერთადერთია, იმიტომ, რომ ვიცით, გარედან არამხოლოდ სხვა სახის, არამედ ძალიან დიდი თანხობრივი რესურსი იხარჯება ამ აქციების დასაფინანსებლად, ვიღაცებს რომ ჰგონიათ თითქოს იქ თვითორგანიზებით დადიან.“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ეს არის, “დიიფ სთეითის” მუშაობის კლასიკური მეთოდი – ბაჩიაშვილს გამოიყენებენ მანამ, სანამ აქვს რესურსი – დააფინანსებს რადიკალურ პროცესებს და მთელ ამ პროცესში ფუნქცია ექნება
Next: დღეს თუ მართალია ადამიანი მას თავისუფლად შეუძლია სასამართლოში თავი გაიმართლოს – თუ უდანაშაულო ხარ არავინ დაგაბრალებს დანაშაულს, შესაბამისად ამას აღარ სჭირდება, არც შემოთვლები და არც რაღაცის თხოვნები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025