Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნაცებს“, როგორც ტოტალიტარულ სექტას არსებობა შეუძლია მხოლოდ მონოლოგის, ცალმხრივი პროპაგანდის ფორმატში. ნებისმიერი დისკუსია და დიალოგი მათთვის დამღუპველია

მარშალ პრესი 22/01/2025
levan chotorlishvili

„ნაცები“ წერენ, რომ ირაკლი რუხაძემ მათ ჟურნალისტს გადაუარა და რომ ძალიან არამომგებიან მედია პოზაში აღმოჩნდა მთელი სანაცეთი. ახლა ცდილობენ ფიასკო ჟურნალისტს დააბრალონ. რასაკვირველია ინტელექტში განსხვავება ძალიან თვალშისაცემი იყო,- ასე ეხმიანება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენის ირაკლი რუხაძის სტუმრობას.

ჭოტორლიშვილის თქმით, აღნიშნული ინტერვიუ და სხვა ბევრი ფაქტი ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ „ნაცებს“ როგორც ტოტალიტარულ სექტას არსებობა შეუძლია მხოლოდ მონოლოგის, ცალმხრივი პროპაგანდის ფორმატში. ნებისმიერი დისკუსია და დიალოგი კი მათთვის დამღუპველია.

„“ნაცები“ წერენ რომ ირაკლი რუხაძემ მათ ჟურნალისტს გადაუარა და რომ ძალიან არამომგებიან მედია პოზაში აღმოჩნდა მთელი სანაცეთი. ახლა ცდილობენ ფიასკო ჟურნალისტს დააბრალონ. რასაკვირველია ინტელექტში განსხვავება ძალიან თვალშისაცემი იყო. სხვა რომელიმე ოდიოზური ჟურნალისტი რომ შეერჩიათ ნაცებს (პაიჭაძე/გრიგოლია და მსგავსი) განსხვავება ინტელექტში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. მე მინდა დავიცვა მათი ჟურნალისტი რომლის ჩაქოლვას ახლა აპირებენ ნაცები.

აშკარაა რომ ჟურნალისტს ბევრი უმუშავია რესპონდენტზე, მისი ყველა ინტერვიუ საჯარო გამოსვლა შეუსწავლია (რაც თვითონ აღნიშნა რამოდენიმეჯერ). მიუხედავად ამისა, ინტელექტში ჩამორჩენა არ არის „ნაცების“ ფიასკოს მთავარი მიზეზი. მთავარი მიზეზი არის ის რომ მათ არ აქვთ არანაირი სიმართლე და ყოველთვის მარცხდებიან როგორც კი დიალოგში შედიან. გახსოვთ ალბათ გამჭვირვალეობის კანონის წინააღმდეგ გამოსვლების დროს ნაცების ტაქტიკა “კანონის შესახებ დიალოგში არ შევალთ” დიალოგში და დისკუსიაში შესვლას მათ უკრძალავენ, მათი პატრონები, მაგრამ ახლა დაარღვიეს აკრძალვა, რადგან ჩათვალეს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს პოლიციის მხრიდან რიგ შემთხვევებში ძალის გადამეტების ფონზე გაუჩნდათ სალაპარაკო. ჩათვალეს და შეცდნენ მწარედ.

ეს ინტერვიუ და სხვა ბევრი ფაქტი ადასტურებს მხოლოდ ერთს. ნაცებს როგორც ტოტალიტარულ სექტას არსებობა შეუძლია მხოლოდ მონოლოგის, ცალმხრივი პროპაგანდის ფორმატში. ნებისმიერი დისკუსია და დიალოგი მათთვის დამღუპველია. არა აქვთ არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა რომელიც მათ ორბიტაზე აღმოჩნდება შთაინთქმება უპერსპექტივობაში. ასე დაემართათ ამ არჩევნებზე ლელოს და გახარიას, რომლებიც შემდეგ არჩევნებში ვეღარ გადალახავენ ბარიერს,“- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

Continue Reading

Previous: ევროპარლამენტის გუშინდელ დებატებში მოვისმინეთ ის, რაც ცხადია მთელი ამ დროის განმავლობაში – ჩარევა წინასაარჩევნო და შიდაპოლიტიკურ პროცესებში
Next: ძვირფასებო და ტყაჭ-ნაცებო – სვიმონ ჯანგულაშვილი ოპოზიციას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025