Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დააწესა მნიშვნელოვანი შეზღუდვები სამთავრობო შენობებზე, საელჩოებსა და სამხედრო ბაზებზე დროშების გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრამპმა აკრძალა მაგალითად LGBT და Black Lives Matter (BLM) დროშების ჩამოკიდება

მარშალ პრესი 22/01/2025
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპის ახალ განკარგულებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ბრძანება ითვალისწინებს, რომ სამთავრობო შენობებზე შეიძლება იყოს მხოლოდ (!) აშშ-ის დროშა და გარკვეული ტიპის სამხედრო სიმბოლოები“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა სამთავრობო შენობებზე ლგბტ თემისა და BLM (Black Lives Matter) დროშების გამოყენება აკრძალა, რაც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დაშვებული იყო.

„გამომცემლობა Washington Free Beacon-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააწესა მნიშვნელოვანი შეზღუდვები სამთავრობო შენობებზე, საელჩოებსა და სამხედრო ბაზებზე დროშების გამოყენებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დროშების გარდა, ტრამპმა აკრძალა მაგალითად LGBT და Black Lives Matter (BLM) დროშების ჩამოკიდება.

ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი განკარგულების ასლის მიღების შემდეგ გახდა ცნობილი. ბრძანება ითვალისწინებს, რომ სამთავრობო შენობებზე შეიძლება იყოს მხოლოდ (!) აშშ-ის დროშა და გარკვეული ტიპის სამხედრო სიმბოლოები. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, სხვა დროშები (როგორიცაა “ლგბტ” და BLM დროშები), ხშირად იყო გამოფენილი სამთავრობო შენობებზე, რამაც გამოიწვია კიდეც ბრძანების ახალი ინტერპრეტაცია, როგორც ამ სიმბოლოების აკრძალვა,“- წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში. იქნებ, გეცადათ? – თეა წულუკიანი ლორა თორნტონს პასუხობს
Next: თორნტონის განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025