Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოებს მხოლოდ ამერიკული დროშის აღმართვის განკარგულება გასცა – არავითარი LGBT და BLM

მარშალ პრესი 22/01/2025
untitled-design-28

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერთი დროშია განკარგულება გასცა, რაც კრძალავს სამხედრო ობიექტებზე ან საელჩოების შენობების თავზე ამერიკის გარდა სხვა დროშის აღმართვას. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბრძანება ეხება როგორც აშშ-ს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ განთავსებულ უწყებებს. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აშშ-სახელმწიფო დროშასთან ერთად აღიმართებოდა LGBT და BLM (Black Lives Matter) დროშები.

„ამ მომენტიდან აშშ-ის ობიექტებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ნებადართულია მხოლოდ აშშ-ის დროშის აღმართვა ან დემონსტრირება და მისი გამოყენება აშშ-ის მთავრობის კონტექსტში. ამერიკის დროშამ გააერთიანა ყველა ამერიკელი უნივერსალური პრინციპების ირგვლივ – სამართლიანობა, თავისუფლება და დემოკრატია. ეს ფასეულობები ჩვენი უდიდესი ქვეყნის საფუძველია და მათ ამერიკის მოქალაქეები იზიარებენ“, – ნათქვამია ბრძანების ტექსტში.

ნებისმიერი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახალი პოლიტიკის წესს დაარღვევს იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული, აღნიშნულია ბრძანებაში.

როგორც მედია იუწყება, ერთადერთი დროშა, რომლის აღმართვაც იქნება ნებადართული ამერიკულთან ერთად, იქნება სამხედრო ტყვეების/უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების (POW/MIA) ემბლემა და არასამართლიანად დაკავებულ პირთა დროშა.

Continue Reading

Previous: საინტერესოა როგორ გადაალაგებენ „მესიჯბოქსს“ ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას
Next: ინაუგურაციაზე, სალომე ზურაბიშვილს ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურმა მიაქცია ყურადღება, უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025