Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მეთიუ ბრაიზამ ქართული ოპოზიციის გეგმებს ცივი წყალი გადაასხა

მარშალ პრესი 22/01/2025
metiu braiza

ვფიქრობ,  ჯო უილსონის მოსაზრებები, გულწრფელად რომ ვთქვა, ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

როგორც ბრაიზამ აღნიშნა, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დაარწმუნონ აქციის მონაწილეთა მხარდაჭერის აუცილებლობაში, თუმცა, თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას იტყვიან უილსონი და კონგრესის სხვა წევრები.

“არის შესაძლებლობა, რომ უილსონის მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდება, საერთოდ, რუბიო ძალიან ტრადიციული “რესპუბლიკელია”, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და საერთოდ, ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას. შესაძლოა, რუბიო იქნას დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა, მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებენ უილსონი და კონგრესის სხვადასხვა წევრები.” – განაცხადა ბრაიზამ.

Continue Reading

Previous: ბაჩიაშვილი პირდაპირ მონაწილეობს ხელისუფლების ძალადობრივი გადატრიალების სცენარში
Next: საინტერესოა როგორ გადაალაგებენ „მესიჯბოქსს“ ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025