Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

ფსიქიკურად დაავადებული პირი ბათუმში, პოლიციელებს მოულოდნელად თავს დაესხა. განიარაღებისა და დაკავების პროცესში მან სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა – შსს

მარშალ პრესი 22/01/2025
shss

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქის მიერ სამართალდამცველებზე თავდასხმის ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით.

შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი – 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თან ნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მისი განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

Continue Reading

Previous: საია-ს ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ-ის ბიუჯეტია და მისი ხელმძღვანელი ახლა ცდილობს, გაერკვეს, ამჯერად როგორი პასუხია დონორის ინტერესში, რომ არ დაიტუქსოს
Next: ტრამპის სიტყვები, რომ არადემოკრატიული ამერიკა მისი მმართველობის დროს დემოკრატიული გახდება, როგორც მინიმუმ, დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს იმაზე, თუ როგორ შეიძლება არადემოკრატიული სახელმწიფო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობდეს?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025