Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს – მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი და აყვავებული ქვეყანა

მარშალ პრესი 22/01/2025
marko rubio

marko rubio

მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრონლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენი მისიაა, რომ საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებული იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევაზე. ეს იქნება ჩვენი მისია, რომ ჩვენ გვქონდეს საგარეო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მე მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს. და როდესაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთის თანხვედრაში იქნება, მე თანამშრომლობას მოველი“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

მარკო რუბიომ ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის მიერ გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაზე.

„მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენი ეროვნული ინტერესია. მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი და აყვავებული ქვეყანა“, – დასძინა მან.

Post navigation

Previous: აბსოლუტურად ტყუილია, რომ „იმედს“ აქვს ანტიდასავლური ნარატივი. არ აქვს არანაირი ანტიამერიკული განწყობა, მაგრამ ამერიკა თუ ცუდად მოიქცა ჩემს ქვეყანასთან მიმართებით, „იმედმა“ არ უნდა თქვას?!
Next: საია-ს ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ-ის ბიუჯეტია და მისი ხელმძღვანელი ახლა ცდილობს, გაერკვეს, ამჯერად როგორი პასუხია დონორის ინტერესში, რომ არ დაიტუქსოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.