Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტრამპის განცხადებების მერე ველოდებით მხოლოდ ორი სქესის აღიარებას, განსაკუთრებით, „თბილისი-პრაიდის” ხელმძღვანელებისაგან

მარშალ პრესი 21/01/2025
david kartvelishvili

„აქამდე ერთი-ორი ტრამპი არ უნდა გვყოლოდა? უნდა გვყოლოდა! ერთი-ორი ტრამპი აქამდე უსათუოდ უნდა გვყოლოდა! მე ყოველთვის ვამბობდი – ერთი-ორი ტრამპი გვჭირდება-მეთქი! ხომ ვამბობდი?!” – აი, დაახლოებით ამას ველოდებით მედია-ინდაურებისაგან“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ კონსერვატიულ პოზიციას ეხმაურება.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც აქამდე რადიკალურ ლიბერალურ იდეოლოგიას ატარებდნენ, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გამო შეხედულებებს მკვეთრად შეიცვლიან.

„ველოდებით მხოლოდ ორი სქესის აღიარებას, განსაკუთრებით, „თბილისი-პრაიდის” ხელმძღვანელებისაგან. ველოდებით ლესბოსელების ძალით გათხოვებისა და გეებისთვის ძალით ცოლების მოყვანის საინტერესო პროცესებს. ველოდებით კაპიტან გიგაურის და „პროსტა” ლომჯარიას მადლობის წერილს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელზე დაფინანსების შეწყვეტის გამო:

„აქამდე სად იყავით?! რატომ ჩამოგვაყალიბეთ მონსტრებად თქვენი სინედრიონის სისხლიანი ვერცხლებით?!”. ველოდებით ნაცების საპროტესტო აქციებს „ფონდ ღია საზოგადოების” ოფისთან, პლაკატებით – „ძირს სოროსი!”. კიდევ ბევრ რამეს მოვესწრებით. როდესაც შენში ნამუსი ერთხელ გაქვს მოკლული, ის ნიახური არაა – კიდევ ერთხელ აღმოცენდეს. როდესაც პრინციპებს ერთხელ მაინც უღალატებ – კუზანოვის კლინიკაში მათ ვერ აღიდგენ. როდესაც სულს მიჰყიდი ლუციფერს – ლომბარდი არაა, უკან გამოიტანო…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: იმდენად ძლიერია „დიფ სთეითის“ და მასთან დაკავშირებული ძალების ზეგავლენა, ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის უზრუნველყოფა არ მოხდა, რაც თითქმის უპრეცედენტო შემთხვევაა
Next: ტიტე აროშიძის ხელმძღვანელობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონს მთელი ქვეყნისთვის სამაგალითოდ აქცევს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025