Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დადიანების სასახლის ეზოში 2007 წელს გასხვისებული მიწა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა

მარშალ პრესი 21/01/2025
2

დადიანების სასახლის ეზოში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2007 წელს გაყიდული  995 კვადრატული მეტრი მიწა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

ზუგდიდის მერიასა და შპს „ლაზეთი გრუპს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მეპატრონის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის სოციალურ-კულტურული ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, ყოფილი ამფითეატრი კვლავ ქალაქის საკუთრებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლების პერიოდში აღნიშნული ტერიტორია 2007 წელს, ამავე პარტიასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, მოგვიანებით კი პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ქარდავამ შეიძინა. შემდგომში ქარდავამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გია უბირიაზე გაასხვისა, უბირიასგან კი აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2020 წელს 20 მარტს შპს „ლაზეთი გრუპმა“ შეიძინა.

„ქალაქის შუაგულში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დადიანების ისტორიულ ეზოში გასხვისებული მიწა კვლავ დაუბრუნდა ქალაქს. ჩვენ მერიასთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ამ ტერიტორიაზე  მოეწყოს სოციალურ-კულტურული დატვირთვის სივრცე. მიღებული შეთანხმებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მინდა მადლობა გადავუხადო, ცენტრალურ ხელისუფლებას და ყველა იმ პირს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“ – აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია ქალაქისთვის დაბრუნებულ მიწის ტერიტორიაზე სოციალურ-კულტურული ობიექტის მოწყობას გეგმავენ. პროექტზე მუშაობის პროცესში შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.

Continue Reading

Previous: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა
Next: ტრამპმა აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამა დროებით შეაჩერა – ისინი მიზნად ისახავს მსოფლიო მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას უცხოურ ქვეყნებში ისეთი იდეების წახალისებით, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჰარმონიული და სტაბილური ურთიერთობების განვითარებასთან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025