გიორგი გახარიას პარტიის ოფისი თავზე დაახურეს – პარტია “საქართველოსთვის” ქუჩაში გამოყრიან

2832
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

გიორგი გახარიას პარტიას, რამდენიმე დღის წინ, ბათუმში საზეიმოდ გახსნილი ოფისიდან აძევებენ. შენობის მეპატრონისთვის, გახარიას პარტიის ოფისიდან გაგდების მიზეზი ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მედიაში გაშუქებული ინფორმაცია გახდა. საუბარია ყოფილ პრემიერსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შესაძლო კავშირზე.

„კონკრეტული ფართი არის ჩემი პირადი საკუთრება. შესაბამისად, ეს მაძლევს სრულ უფლებას, გავაუქმო გაფორმებული ხელშეკრულება. სურათი, რომელიც იყო ხელშეკრულების გაფორმებისას და რომელიც ახლაა, რადიკალურად განსხვავებულია. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის მიუღებელია, რასაც ტელევიზორში ვხედავ, რისიც მე მჯერა“, – აცხადებს ოფისის მეპატრონე ლაშა ახალაია.

გავრცელებული ინფორმაციით, გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება