Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს გაკეთებული განცხადების შედეგია, რომელიც ასე საჯაროდ იქნა გაცხადებული „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და ეს არის რეაქციული პასუხი ამ ძალების მიერ, რადგანაც 29 აპრილამდე მსგავსი პრობლემა არ წარმოშობილა

მარშალ პრესი 20/01/2025
david matikashvili

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, შვეიცარიული ბანკის ქმედება უკავშირდება 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან „გლობალურ ომის პარტიის“ გავლენებზე ღიად ისაუბრა.

„ეს არის კონკრეტულად 29 აპრილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შედეგი, იმ მხილების, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა ასე საჯაროდ გაცხადებული „გლობალური ომის პარტიის“, იგივე „დიფ სთეითის“ შესახებ და ეს არის რეაქციული პასუხი ამ ძალების მიერ გაკეთებული ამ განცხადებაზე. ამ განცხადების შემდეგ, რომელიც ბატონმა ბიძინამ 29 აპრილს გააკეთა მოხდა არაადეკვატური და არარელევანტური ქმედებები ბანკის მხრიდან მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ, რაც პირდაპირ შეგვიძლია დავუკავშიროთ ამ განცხადებას“-აღნიშნა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, 29 აპრილამდე მსგავს პრობლემას არ ჰქონია და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხილების მერე მოხდა ბანკის სრულიად არაადეკვატური და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მთელი კასკადი.

მისივე თქმით, როგორც დამარცხდა ერთი შვეიცარიული ბანკი ბატონ ბიძინასთან დავაში, ასევე დამარცხდება ეს ბანკი და ის ძალები, რომლებიც ამ ბანკის უკან დგას

„ეს არის რეაქციული პასუხი ბიძინა ივანიშვილს იმ ძალების მხრიდან, რომლებიც ფაქტობრივად „დიფ სთეითს“, იგივე „გლობალურ ომის პარტიას“ წარმოადგენენ და ერთგვარი პასუხი იმ ქმედებაზე, რასაც საქართველოს ომში არჩართვა ჰქვია. ეს ძალიან მარტივად არის აღსაქმელი, თუკი რა თქმა უნდა, ობიექტურად შეაფასებ მოვლენებს და ქრონოლოგიურად მიყვები მოვლენათა განვითარებას, რადგანაც 29 აპრილამდე ასეთი მსგავსი პრობლემა არ წარმოშობილა. ჩვენ ვიცით ბატონი ბიძინას ადვოკატებისგან და მხოლოდ ამ განცხადების, ამ მხილების მერე, იმ სიტყვების მერე, რასაც დონალდ ტრამპი არაერთგზის იმეორებდა თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოხდა ამ ბანკის სრულიად არაადეკვატური და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მთელი კასკადი, რომელიც მოვისმინეთ ადვოკატებისგან. როგორც დამარცხდა ერთი შვეიცარიული ბანკი ბატონ ბიძინასთან დავაში, ასევე დამარცხდება ეს ბანკი და ის ძალები, რომლებიც ამ ბანკის უკან დგას“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: შვეიცარიული ბანკი „ჯულიუს ბაერსი“ 29 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილთან მშვენივრად თანამშრომლობდა, ხოლო 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლისა და გლობალური ომის პარტიის ზრახვების მხილების შემდეგ, დაიწყო ბანკის მხრიდან პრობლემების შექმნა
Next: დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.