Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროპარლამენტს სხვა საქმე აღარ დარჩა, გარდა საქართველოში “პოლიტიკური არეულობის” განხილვისა, რომლის ავტორიც მისივე წევრები არიან “როთების” და “ჟიგიმანტასების” თამადობით – ჯერ შექმნი არეულობას, მერე მოაგვარებ, რა არის ამაზე უფრო “ევროპული”?

მარშალ პრესი 20/01/2025
davit chikhelidze

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ევროპარლამენტის მიერ „საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე“ დებატების გამართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ევროპარლამენტმა, საკუთარი პრობლემები, მათ შორის, კორუფციული სკანდალები, ეკონომიკური პრობლემები, პედოფილიის, პორნოგრაფიის და ნარკომანიის გამოწვევები აღმოფხვრა და საქართველოს გარდა სხვა საქმე აღარ დარჩა. ექსპერტის თქმით, ევროკავშირი იმ “პოლიტიკურ არეულობას” განიხილავს, რომლის ავტორიც მისივე წევრები არიან.

“ევროპარლამენტმა საკუთარი წევრების ყოველთვიური კორუფციული სკანდალების პრობლემა საბოლოოდ აღმოფხვრა, რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტის რეკორდული მაჩვენებლების შესახებ უკრაინის ომის მესამე წელს, როგორც იქნა შეიტყო, ძალიან შერცხვა და აღმოფხვრა, ევროპის წამყვან ქვეყნებში ეკონომიკური რეცესიის და სამუშაო ადგილების მასიური შემცირების პრობლემები გადაჭრა, ევროპელი ამომრჩევლების მიერ მთავრობებისთვის უნდობლობის გამოცხადების რეგულარული შემთხვევებიდან დასკვნები გამოიტანა და პოლიტიკა გააუმჯობესა, პედოფილიის, პორნოგრაფიის, ნარკომანიის პრობლემები აღმოფხვრა და რა თქმა უნდა, ამ ფონზე სხვა საქმე აღარ დარჩა, გარდა საქართველოში “პოლიტიკური არეულობის” განხილვისა, რომლის ავტორიც მისივე წევრები არიან როთების და ჟიგიმანტასების თამადობით. ამასაც ბოროტი ზრახვებით კი არ აკეთებდნენ, უბრალოდ იმდენი თავისუფალი დრო რჩებათ, რომ ერთობიან – ჯერ შექმნი არეულობას, მერე მოაგვარებ, რა არის ამაზე უფრო ევროპული და სასარგებლო.” – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ვერ გაიცნეს – მან გადადო საკუთარი თავი სამშობლოსთვის და ფულით დაშანტაჟება, ბუნებრივია, ვერანაირ შედეგს მასთან ვერ მოიტანს
Next: შვეიცარიულმა ბანკმა, Julius Bear-მა, ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს გლობალური პარტიის საჯარო მხილების შემდეგ მასთან კანონიერი დამოკიდებულება უკანონოდ შეცვალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.