Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დადგა დრო, როდესაც სიმართლემ უნდა იზეიმოს- ამიტომაც უპრეცედენტო მასშტაბის ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ JULIUS BEAR-ს, რომელიც “დიფ სთეითის” დავალებებს ასრულებდა და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა

მარშალ პრესი 20/01/2025
EDISHER

„უპრეცედენტო მასშტაბის ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ JULIUS BEAR-ს, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ უეჭველად ავადსახსენებელი “დიფ სთეითის” დავალებებს ასრულებდა და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა“- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დადგა დრო, როდესაც პასუხი უნდა აგონ და წარსულს ჩაბარდნენ ის ძალები, რომლებმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეხქვეშ გათელეს სამართალი და სასამართლო.

„დადგა დრო, როდესაც სიმართლემ უნდა იზეიმოს. დადგა დრო, როდესაც პასუხი უნდა აგონ და წარსულს ჩაბარდნენ ის ძალები, რომლებმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეხქვეშ გათელეს სამართალი და სასამართლო.

დადგა დრო, როდესაც თემიდამ სათანადოდ უნდა მიუზღას იმათ, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში კაცობრიობის წინაშე სიცრუესა და ორპირობას სჩადიოდა.
დადგა დრო, როდესაც ზნეობრივმა და არა უზნეო ადამიანებმა განსაჯონ ადამიანთა ბედი.

ამიტომაც უპრეცედენტო მასშტაბის ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ JULIUS BEAR-ს, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ უეჭველად ავადსახსენებელი “დიფ სთეითის” დავალებებს ასრულებდა და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა.

დადგა დრო, როდესაც “სამართალმა სამართლიანი პური ჭამოს”.
ასეც იქნება.“-წერს გვენეტაძე.

Post navigation

Previous: მსგავსი არაკანონიერი და უსამართლო ქმედება იწვევს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი არა ფაქტობრივი გარემოებით ხელმძღვანელობს, არამედ გლობალური მოთამაშეების ნებას ემორჩილება
Next: ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ვერ გაიცნეს – მან გადადო საკუთარი თავი სამშობლოსთვის და ფულით დაშანტაჟება, ბუნებრივია, ვერანაირ შედეგს მასთან ვერ მოიტანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.