Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მადლობა მიხეილ ყაველაშვილს 613 პატიმრის შეწყალებისთვის, გასული წლებში ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ბევრად ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

მარშალ პრესი 20/01/2025
irakli kobakhidze

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტის გამოცემის გამო, 613 პატიმარი იქნა შეწყალებული საქართველოს პრეზიდენტის აქტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა ასევე გადაუხადა იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და სამთავრობო უწყებებს.

„მადლობა მინდა, ასევე გადავუხადო ჩვენი უწყებების ხელმძღვანელებს შესაბამის მინისტრებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს პრეზიდენტთან, ანრი ოხანაშვილს და ვახტანგ გომელაურს, ჩვენს სამთავრობო უწყებებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის. მომავალშიც მზად ვართ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დღეს გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რამაც მოგვცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის საშუალება და მისცა საქართველოს პრეზიდენტს იმის შესაძლებლობა, რომ გამოეცა ასეთი ჰუმანური აქტი, რითაც ისარგებლებს 613 პატიმარი. მინდა, მათ, ყველას ვუსურვო სრულფასოვანი დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სრულფასოვანი რესოციალიზაცია, ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისია შეიქმნება, რომელიც საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს
Next: 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.