Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მერე რა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაყოფიერად მეგობრობს ორბანთან და ალიევთან – ამ ორივეს „რუსულ ოცნებასთან” ურთიერთობების გამო ტრამპი „სამაგალითოდ დასჯის”, უკვე ზეგიდან

მარშალ პრესი 19/01/2025
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და ამ პროცესის, როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკის შემცვლელი ფაქტორის მიმართ, ქართველი რადიკალების ინტერესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი ირონიულად წერს, ტრამპის მიერ აშკარად გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მიუხედავად, რომელიც „ქართული ოცნებისას“ ემთხვევა, ქართველ რადიკალებს მაინც სჯერათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მმართველი პარტიის მიმართ საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებს.

„საათები რჩება „რუსული ოცნების” დამხობამდე. არადა, რა დასანანია. ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტობის დროს ტრამპს ჰქონდა შეხვედრები ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან. დასახული გეგმების ხორცშესხმა ვერ მოასწრო. სამაგიეროდ, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების მიმართ ტრამპის განახლებულ ინტერესებზე არაერთი ამერიკელი ექსპერტი საუბრობს. მაგრამ, რად გინდა, ეს ინტერესი ხომ საქართველოში, ვითარცა ჩიხში – გაიჭედება.

გაიჭედება ეს ინტერესი, რადგანაც ყველა იმ ქვეყანასთან – ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი – სადაც „სოროსისტულ-მარქსისტული” მეტასტაზები დამარცხებულ იქნა, ტრამპი მეგობრობას აპირებს. ერთადერთი ქვეყანა, სადაც „სოროს-მარქსიზმის“ რეანიმირებას და გაძლიერებას „ფიქრობს” ტრამპი – ეს საქართველოა. ამის „დასტურია” აშშ-ში ჩერგოს, სალომეს, ვადაგასული თაღლითებისა და „ხალხის მიერ არჩეული” დეპუტატის ტრიუმფალური ვიზიტები იყო.

ამ ვიზიტებს დაემთხვა ტრამპისა და სი ძინპინის სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც მიღწეულ იქნა მათ შორის მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრების შესახებ ჯერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება. მაგრამ ეს „კოჰაბიტაცია” ხომ საქართველოს არ შეეხება – ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორების გამო „რუსულ ოცნებას” ხომ სამაგალითოდ დასჯიან.

მერე რა, რომ ხელისუფლება ნაყოფიერად მეგობრობს ევროკავშირში ტრამპის „ზედამხედველ” ორბანთან. მერე რა, რომ მსგავსი ახლო ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ამჟამინდელ „ზედამხედველ” ალიევთან გაგვაჩნია. ამ ორივეს – „რუსულ ოცნებასთან” ურთიერთობების გამო, ტრამპი ასევე „სამაგალითოდ დასჯის”, უკვე ზეგიდან.

რა სავალალოა, რომ „შუა დერეფნის” პროექტის ხორცშესხმა აღარ განხორციელდება. თუ, რა თქმა უნდა, ტრამპმა საქართველოში ეგზარქოსად პირდაპირ სოროსი არ გამოუშვა თავის ნორჩ მარქსისტებთან ერთად. აბა, სოროსის სტიპენდიატები – როთი თბილისში, სალომე ვაშინგტონში – ტყუილად ხომ არ დაბორიალობენ. ასე რომ, შუა დერეფნის ამოქმედებას სულ რაღაც სააკაშვილის გარეთ გამოყვანაღა სჭირდება. და მიშას „პირადი მეგობარი” ტრამპი ამას უკვე მაზეგ შეუდგება…

აი, ასეთ სისულელე/სიგიჟეებს მეკითხებით ჩემო ბრძენო, პატრიოტო, მორწმუნე, არანაცო და მამაცო „ფრენდებო“ – მე კი თქვენთვის „არაფერი” სანუგეშო არა მაქვს სათქმელი, ვინაიდან ამ სფეროს, სულ სხვა სპეციალისტების ჩარევა ესაჭიროება…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა
Next: სალომეს და მისი ნაცრაზმის” მხრიდან, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოზირებისთვის ბილეთების შეძენა პოლიტიკური პროვინციალიზმის მანიშნებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.