Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

რეზოლუციაში მედიათავისუფლებაზე იყო საუბარი, მე უფრო მედიათავაშვებულობაზე ვისაუბრებდი ზოგიერთი მედიასაშუალების შემყურე

მარშალ პრესი 10/06/2022

რეზოლუციაში არის მძიმე ბრალდებები კონკრეტული დასაბუთების გარეშე. იქ მედიათავისუფლებაზე იყო საუბარი. მე უფრო მედიათავაშვებულობაზე ვისაუბრებდი საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალების შემყურე, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენი ვარაუდი არის ის, რომ ამ პროცესების ფესვი და ახსნა გაცილებით უფრო ღრმაა და ეს გარკვეულწილად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არ ვუსწრებთ მოვლენებს. ჯერ თვითონ ბიძინა ივანიშვილის საქმისადმი მიდგომის სტილი არის მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება – ეს სიმშვიდე ჩვენზე, გუნდის წევრებზეც გადმოდის. გარდა ამისა, ვინც ამ ზეწოლის განმახორციელებელი, ავტორი ან ინიციატორია, თითქოს და მან შეცდომა დაუშვა ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს და შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, კანონის ენით, სამართლიანობის მოშველიებით დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოში გავალთ“, – განაცხადა ყიფიანმა.

Post navigation

Previous: გაგიჟდა ლიბერალური ევროპა, გაგიჟდა: შავზე თეთრს ამბობენ და სირცხვილი სულ დაკარგეს!!! – გაუმარჯოს ილუზიების მსხვრევას და ილუზიებისგან გათავისუფლებას! -დიდება უფალს!!! -დიდება ჩვენს სამშობლოს, საქართველოს!!!”
Next: ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი – ჩვენ არ გვაპირისპირებენ იმდენად წონად არგუმენტებს და ფაქტებს, რომ კვალიფიციური და არგუმენტირებული პასუხი მივცეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.