საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

163
წაკითხვა/ნახვა
mpn

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 255-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 754 პირს დაუდასტურდა, 438 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 699 შემთხვევა გამოვლინდა, 614 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.

კომენტარები
mpn
მოწონება