Skip to content
02/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა – თემო ჭყონია

მარშალ პრესი 18/01/2025
temur chkonia

ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ამის ანალიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ სხვა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს თუ როგორ გეგმავს მმართველი პარტია ბიუჯეტის შევსებას და 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ის, რომ საუბრობენ 100 მილიონი არ მოგვცა, 50 მილიონი არ მოგვცა, ჩვენ ბიუჯეტს მაინც შევავსებთ, უნდა გვითხრან მეგობრებო რით შევავსებთ, უნდა გვითხრან ჩვენ არ ინერვიულოთ ჩვენ ამით შევავსებთ. ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ 30 წელს შევალთ ევროპაში, ასე მეც გეტყვით, რომ მე გპირდებით, რომ 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა და დამელოდეთ. ეგრე სად არის? არ შეიძლება ესე მართვა, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

Continue Reading

Previous: სი ძინ პინისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, ამყარებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები ამერიკა-ჩინეთის სახით
Next: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025