საქართველო-სომხეთის მეგობრობა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები ქმნის მყარ საფუძველს, რასაც ეფუძნება ორი სახელმწიფოს პარტნიორობა – ნიკოლოზ ფაშინიანი

198
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა ისევე როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები ქმნის იმ მყარ საფუძველს, რასაც ეფუძნება ჩვენი ორი სახელმწიფოს პარტნიორობა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, ყოველთვის დიდი პატივია საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრა და მეგობრულ ატმოსფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის განხილვა.

„მოხარული ვარ, მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკაში. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრა და მეგობრულ ატმოსფეროში ჩვენს ქვეყნებს თანამშრომლობის დღის წესრიგის განხილვა. საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას საკვანძო ადგილი უჭირავს სომხეთის საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი ხალხები მრავალი ძაფით არიან გადაჯაჭვული. ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, ისევე როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები, ქმნის იმ მყარ საფუძველს, რასაც ეფუძნება ჩვენი ორი სახელმწიფოს პარტნიორობა. საქართველოს სომხური სათვისტომო, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, არის ის ხიდი, რომელიც აკავშირებს ჩვენ ორ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დინამიურად განვითარების ფართო დღის წესრიგი. დღეს პრემიერთან შესაძლებლობა გვქონდა, გაგვეგრძელებინა საქართველოს მთავრობასთან განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ შევეხეთ ტრასპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ურთიერთობებში მეტი ყურადღება გავამახვილოთ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე. ჩვენ მიერ განსაკუთრებით ხაზი გაესვა რეგიონალური სატრანსპორტო-საკომუნიკაციო გზების მეტად ეფექტური გამოყენებისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საჭიროებას. ხაზი გავუსვით ტექნოლოგიების სფეროში განვითარებას. როგორც ყოველთვის, განვიხილეთ განათლების,  მეციერების, კულტურის სფეროში ურთიერთობის განვითარება. ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები ჩვენს ქვეყნებში ეპიდემიის წინააღდეგ ბრძოლის მიმართულებით, შევეხეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. რეგიონულ პრობლემებზე საუბრისას გამოვთქვი ღრმა რწმენა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ეგიდით და მათ მეირ შემოთავაზებული პრინციპების საფუძველზე. ასევე გამოვთქვი რწმენა, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურება და ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებულ, კონსტრუქციულ პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განცხადა ფაშინიანმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება