Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრალდებები, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ისმოდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა

მარშალ პრესი 18/01/2025
kalanda

პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრალდებები, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ისმოდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

„როდესაც შეირჩა ვენდორი კომპანია, ისევე, როგორც როდესაც შეირჩა აუდიტორული კომპანია, ყველა ეს პროცესი იყო სრულიად საჯარო. არანაირ მომართვას, ან ოფიციალურ რეკომენდაციას ადგილი არ ჰქონია, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ რაღაც მოთხოვნები ამ პროცესში ყოფილიყო გათვალისწინებული, რაც თავის მხრივ გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შეფასებები რომელიც კეთდება, ან განცხადებები უნდობლობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრალდებები, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ისმოდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

Post navigation

Previous: 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს
Next: საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური იმყოფებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.