Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის წარმომადგენლებს შეეძლოთ მისვლა პროკურატურაში და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ვერ გაბედეს გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ არსებობს

მარშალ პრესი 17/01/2025
irakli kobakhidze2
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოკითხვებშიც კი ვერ მიიღეს მონაწილეობა. თუ რაიმე ფაქტი ჰქონდათ, მათ შეეძლოთ  მისვლა პროკურატურაში და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ვერ გაბედეს გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ან თუნდაც რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის დასტურია სახალხო დამცველის განცხადებაც.
„მან ერთი მარტივი რამ მოითხოვა, წარმოადგინონ ფაქტები და მტკიცებულებები. ჩვენც ვითხოვთ ზუსტად იგივეს, ვითხოვთ ფაქტების, მტკიცებულებების წარმოდგენას. ამის მაგივრად, ჩვენ ვიღებთ სრულიას აბსურდულ განცხადებებს, 300 000, ხან 200 000, ხან 400 000 ხმის გაყალბებასთან დაკავშირებით და ა.შ.  რასაც არავითარი საფუძველი არ აქვს. ეს არის ერთგვარი მითიური განცხადებები და ვერსიები, რომლებიც მოკლებულია რაიმე მყარ საფუძველს და სწორედ ამის გამო არიდებენ თავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროკურატურაში მისვლას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: 2024 წელი დავხურეთ, დაახლოებით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ეს ყველაფერი ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტის და იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა
Next: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.