Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში მეორე, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილზეა – მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ ბოლო წლებში ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო

მარშალ პრესი 17/01/2025
davit chikhelidze

გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში მეორე, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილზეა! კიდევ გაქვთ კითხვა რატომ მშვიდობა? მშვიდობას მოაქვს განვითარება და ეკონომიკური წინსვლა,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ ბოლო წლებში ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო, რადიკალური ოპოზიციის მიზანს კი ქვეყნის განადგურება და ეკონომიკის ჩამოშლა წარმოადგენს.

„გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში მეორე, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილზეა! კიდევ გაქვთ კითხვა რატომ მშვიდობა? მშვიდობას მოაქვს განვითარება და ეკონომიკური წინსვლა! აღნიშნული შედეგი ევროპის ქვეყნებისთვის წარმოუდგენელია, (გერმანიის ეკონომიკა მინუსებში არის) მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ ბოლო წლებში ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები, რომელიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა, საქართველოს ერთადერთი „იარაღი“ განათლება და სწორად წარმართული საგარეო/საშინაო პოლიტიკა არის. რადიკალების მიზანს კი ქვეყნის განადგურება და ეკონომიკის ჩამოშლა წარმოადგენს,“- წერს დავით ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: ობსტრუქციის, გარედან შემოტევის მიუხედავად, მშვიდობამ და სწორმა პოლიტიკამ დადო შედეგი – ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერობს
Next: საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ბაქოში დაათვალიერეს მიწის ნაკვეთი, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025